ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრია.
„ქართულმა ოცნებამ“ მინისტრთა კაბინეტი 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
მთავრობის შემადგენლობა ასეთია:
• კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი;
• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
• საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი;
• ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;
• იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე;
• შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
• თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
• გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია;
• განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გიორგი ამილახვარი;
• ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი;
• შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.