თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

21-02-2022, 14:19 - 2022
725
       

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სასამართლოსთან მიტანილი ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერი ბანერები. აქციის მონაწილეების განცხადებით, ერთადერთი ადამიანი, ვინც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას შეცვლის, არის მიხეილ სააკაშვილი.

„ჩვენ დღეს ვხედავთ, თუ რა სამარცხვინო პოზიცია უკავია მსოფლიო ასპარეზზე ჩვენს ხელისუფლებს. ერთადერთი გამოსავალი არის მიხეილ სააკაშვილის ცნობადობა და მისი გავლენები“, - განაცხადა ნიკა ნარსიამ.

აქციის პარალელურად სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავენ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები