რეკლამა
„შესაკრებთა გადანაცვლენით ჯამი არ იცვლება“ | ირაკლი ირაკლიმ ჩაანაცვლა

„შესაკრებთა გადანაცვლენით ჯამი არ იცვლება“ | ირაკლი ირაკლიმ ჩაანაცვლა

6-02-2024, 18:24 - 2024
2 888

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.


აღნიშნული პოლიტიკური ცვლილება პოლიტიკაში ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ გამხორციელდა.

ქართველო ოლიგაქრი, რომელიც 10 წელია ქვეყანას არაფორმალურად მართავს, მის ბოლო ინტერვიუში, რომელიც პოლიტიკად წასვლის შემდეგ გააკეთა, საუბრობს, რომ თუ მას პოლიტიკაში დაბრუნება ისევ მოუწევს ეს იმას ნიშნავს, რომ მისმა გუნდმა ვერ იმუშავა ისე როგორც საჭირო იყო.

ოლიგარქი წინასაარჩევნოდ დაბრუნდა, რაც ცვლილებების მანიშნებელი ნამდვილად იყო, თუმცა ცვლილებებსაც გააჩნია.

ბოლო ერთ წელში ქვეყანამ ბეწვის ხიდზე გაიარა და იყო მომენტი, როდესაც რეალური იყო ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენილიყო, რომ არა ისევ ქართველი ხალხი.

გვიხსენოთ, ის ფაქტიც, რომ ორივე ირაკლი მთელი წლის მანძილზე რუსულ ნარატივის მატარებლები იყვნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროპარლამენტარებს და ორივე ირაკლი ერთმანეთზე რადიკალური განცხადებებით გამოირჩეოდნენ. 

დღეს კი ერთმა მეორე ჩაანაცვლა და გვყავს პრემიერი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აუზზე ისვენებდა და იზაგრებოდა.

აქედან გამომდომარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოლიგარქის მიერ განხორციელებულ ტრანსფერში მხოლოდ გვარის ცვლილება ფიქსირდება და მეტი არაფერი.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა