ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, განმარტავს, რატომ გახდა ქუთაისი მოსახლეობის მიხედვით მეოთხე ქალაქი.
მისი თქმით, ქალაქიდან ევროპაში გადინება ხდება, რადგან იქ მათ 3-ჯერ მეტი ხელფასი ელოდებათ.
„მიდის ეს ხალხი ევროპაში, 3-ჯერ დიდი ხელფასი აქვთ იქ. ვინ მისცემს მათ ამ ქალაქში, ან ამ ქვეყანაში 3-ჯერ მეტ ხელფასს. ხელი შევუშალოთ ამ ხალხს რომ მიდიან?!“,- თქვა ხახალეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისი მოსახლეობის მიხედვით ქვეყანაში მეორე ქალაქი იყო. დღეს კი ის მოსახლეობის მხრივ მეოთხე ქალაქი გახდა.