„ენმ“-მ და „ქართულმა ოცნება“-მ შეთანხმება დადეს

„ენმ“-მ და „ქართულმა ოცნება“-მ შეთანხმება დადეს
29-01-2024, 01:14 - 2024
731

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამავდროულად ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ, „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად გააფორმეს კოლაბორაცია.


წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ზუგდიდის საკრებულოში 17 იანვარს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ირაკლი სორდიამ და დარიკო არქანიამ, ენმ-ს ყოფილ თანამებრძოლებს, რომლებიც საკრებულოში ხელშეკრულებით მუშაობდნენ, სახელშეკრულებო ვადა არ გაუგრძელეს და ენმ-ს ყოფილი თანამებრძოლების მიერ წამოყენებული წინადადება, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩააგდეს. 

„საკრებულოს იურიდიული, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე წარდგენილ წინადადებას, ენმ-ს ყოფილი სამი წევრისთვის, საკრებულოს თანამშრომლებად ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე,
რომლებიც 2012 წლიდან აქტიურად იყვნენ ჩართულები „ქოცების“ წინააღმდეგ ბრძოლაში, საკრებულოს წევრებმა ენმ-დან, (ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი სორდიამ და ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, დარიკო არქანიამ) „ქოცებთან“ ერთად, წინააღმდეგ მისცეს ხმა“, - აცხადებს წყარო. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები