რუს სამხედროებს შეეშალათ და უკრაინის ნაცვლად საკუთარი ტერიტორია დაბომბეს

რუს სამხედროებს შეეშალათ და უკრაინის ნაცვლად საკუთარი ტერიტორია დაბომბეს

2-01-2024, 18:39 - 2024
7 731
       

რუსეთის არმიამ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევის დროს შემთხვევით საკუთარი ტერიტორია დაბომბა. 


მედიის ინფორმაციით, ბომბი რუსეთის ვორონეჟის ოლქის სოფელ პეტროპავლოვსკში ჩამოვარდა. 

მომხდარი დაადასტურა ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა და განაცხადა, რომ არავინ დაშავებულა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანდა ქუჩა და ათამდე სახლი. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები