საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალ წლამდე პატიმართა შეწყალების საქმეზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ მასზე იქნება სრულად დამოკიდებული, ვინ დატოვებს საპატიმროს და ვინ არა ახალ წლამდე.
„პირველივე დღეს გადავწყვიტე, რომ (შეწყალების) კომისია არ იქნებოდა.
არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ამ მდგომარეობაში ადამიანების ჩაყენება, რომ გაუძლონ ყველაფერს და ეს პასუხისმგებლობა, რომელიც მხოლოდ ჩემი უნდა იყოს, მათ აიღონ და გაინაწილონ რაღაც კუთხით.
ყველაფერი რაც გადაწყვეტილა ამ კუთხით, იყო ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა და ასეც იქნება.
ჩემზეა გამოვიყენებ თუ არა შეწყალებას ახალ წლამდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.