სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხზე ეუთო/ოდირის რეკომენდაციები წარადგინა.
ომბუდსმენის განცხადებით, ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. მისი თქმით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესი საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება.
„2 თებერვალს ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ეუთო/ოდირს, რომ მათ წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე და იმ ცვლილებების შესახებ, რაც ამ საკანონმდებლო პროცესს მოჰყვა თან. 18 თებერვალს ჩვენი მივიღეთ დაჩქარებული წესით მომზადებული საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც არის წარმოდგენილი ეუთო/ოდირის მოსაზრებები წარმოდგენილი განხორციელებულ ცვლილებების შესახებ. ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ ის პროცესი როგორც წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, მიაჩნია, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით ყოველგვარი ჩართულობის გარეშე წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვანი და დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის უფლებისა დაცვასა და სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.