საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზეზი ივანიშვილის პირობის დარღვევა იყო.
მისი თქმით, როგორც კი დაინახა, რომ ოლიგარქი კულისებიდან ცდილობდა ემართა პროცესები, თანამდებობა დატოვა.
„როგორც კი პირველი საბაბი გამოჩნდა, რომელმაც დაადასტურა, ზუსტად ის, რაც მე ვისაუბრე, მე გადავდექი. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. იმიტომ რომ ჩემთვის სახელმწიფოს მსახურება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა და ვერასოდეს ვერ იქნება როლი ჩრდილში მყოფი ადამიანის რაღაც ინტერესების დაკმაყოფილება, იმიტომ რომ აქ არჩევანი აბსოლუტურად ნათელია“, - თქვა გახარიამ.