რეკლამა
„დიახ, მე მივდივარ“ | ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

„დიახ, მე მივდივარ“ | ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

7-12-2023, 21:55 - 2023
1 700

„დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 


იხილეთ განცხადება სრულად:

„ბოლო 11 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ვინაიდან ვთვლიდი და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას უკარგავს განვითარების პერსპექტივას და ართმევს მომავალს, მომავალს, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქვს აწყმო.

ყველაფერ ამისთვის ვიბრძოდი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩიდან, საერთაშორისო პლათფორმებიდან, ციხის საკნიდან. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც ილახებოდა ხალხის თავისუფლება და ამ პროცესში არ მქონია სხვა არანაირი პოლიტიკური მიზანი, გარდა ხალხისა და ქვეყნის ინტერესი.

და დღეს ყველას ერთად, ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კლიმატი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია, არაფორმალურ მართვასა და კულუარულ გავლენებზე. დაფუძნებულია თავიდან ბოლომდე ფულზე. გვაქვს გახრწნილი პოლიტიკური სისტემა, რომელიც გასაქან არ აძლევს პატიოსნებას, გასაქანს არ აძლევს წესიერ გამოცდილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ზნეობრივ, მორალურ, გულწრფელ პოლიტიკას და გასაქანს არ აძლევს პრაქტიკულად არცერთ იდეალისტ ადამიანს ამ სფეროში. 

დღეს, საქართველოში გვაქვს სისტემა,რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი გახადა სკეპტიკოსი. უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ პრინციპები, რომლებიც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ყოფილიყო გამარჯვებული "ნაციონალურ მოძრაობაში". ამ გახრწნილ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც არის ქვეყანაში, პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ამორალობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად, წარმატების მიღწევის წინაპირობად. ამ სტანდარტის გამზიარებელი პოლიტიკოსები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ პრინციპების დათმობით უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე პრინციპების ერთგულებით, და მერე ყველა ასეთი პოლიტიკოსი ერთად, ამაში ცდილობს დაარწმუნოს ხალხი“, - თქვა ნიკა მელიამ.


რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა