ჰამასმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა.
ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ გეგმის მიხედვით და ასრულებენ ამოცანებს ზუსტად.
„ჰამასს არ აქვს ძალა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების შეჩერება შეუძლია. IDF მიიწევს ყველა პუნქტამდე. ჰამასის ორგანიზაციამ ღაზაზე კონტროლი დაკარგა. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს ჰამასის ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ“, - ამბობს გალანტი.