„რუსეთი მტერი, ოკუპანტი და მკვლელია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან
ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება.
„რუსულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომ გარდაიცვალა ერთი მოქალაქე და ერთიც დააკავეს - რეალურად მოკლეს და გაიტაცეს.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა. ასევე, გატაცებულია ერთი ადამიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ.
რუსეთი მტერია, ოკუპანტი და მკვლელია“, - წერს ხაბეიშვილი.