შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი მამა როინ მუმლაძეს თავს დაესხა, აგინა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, - აღნიშნულის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ვიდეოდან ირკვევა შემთხვევამდე მამა როინს მამა შალვა კეკელია თავს დაესხა, რის გამოც, მღვდელმა სასულიერო პირს სამართალდამცავ ორგანოებში უჩივლა.
„რომ გაგხადე ანაფორა, რაღატომ იცვამ? რატომ იცვამ კაბას? ხელი ჩაწიე, მოდი აქ. პოლიციაში უჩივლე მამა კეკელიას პოლიციაში? შე პოლიციაში მჩივლებელო, შე ბო*ო“, - მიმართავს ბერი ილარიონი მამა როინს.
საპასუხოდ მამა როინი ამბობს, რომ შალვა კეკელიას უჩივლა პოლიციაში იმიტომ, რომ ის მას მიუვარდა და დაემუქრა.
„იმიტომ რომ მომივარდა. თავი დამანებე რა“, - პასუხობს მამა როინი შავ ბერს.
მედიასთან კომენტარი გააკეთა მამა შალვა კეკელიამ და თქვა, რომ სამართალდამცავ უწყებებში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, მამა როინმა მას მუქარისთვის უჩივლა.
„პოლიციაში ვიყავი, დამკითხეს, ჩვენება მივეცი მათ და ვუთხარი, რომ დავემუქრე მას, რომ ამის გასაქანს არ მოგცემს რომ ასე მოიქცე. მუქარის გამო მიჩივლა. ეს ვიდე არის საშინელი და ასე ღმერთის დაცვა არ შეიძლება. ეს იყო უმძიმესი რამე“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ „ტვ პირველთან“.