ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ღაზის სექტორში 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს.
მათივე ცნობით, საჰაერო დარტყმების ქვეშ იყო ზაიტუნისა და ხან-იუნისის რაიონებიც.
თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორისაა „ჰამასის“ შტაბ-ბინები და სამხედრო შენაერთები, ათეულობით სარაკეტო გამშვები, ტანკსაწინააღმდეგო პუნქტები და სადამკვირვებლო პუნქტები.
IDF-ის განცხადებით, ასევე განადგურდა „ისლამური ჯიჰადის“ ორგანიზაციის სამხედრო შტაბიც.