უზენაესმა სასამართლომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში უდანაშაულოდ ცნო

უზენაესმა სასამართლომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში უდანაშაულოდ ცნო

29-09-2023, 20:20 - 2023
2 042
       

უზენაეს სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საკასაციო საჩივრების განხილვა დამთავრდა. 


სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ იქნა დასაშვებად მიჩნეული არც დაცვის და არც ბრალდების მხარის საჩივარი. 

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ადვოკატზე, ზვიად კორძაძეზე, დაყრდნობით ავრცელებს. 

მისი თქმით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამართლდნენ და დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რასაც სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

„სასამართლოში საკასაციო საჩივრების განხილვა დამთავრდა. არ იქნა დასაშვებად მიჩნეული არც დაცვის და არც ბრალდების მხარის საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დასრულდა. დასრულდა იმ შედეგით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლებულები იქნენ. ასევე, ისინი არ იქნებიან და არ არიან ნასამართლევი, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული ნაწილი ჩვენ მიერ აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საბოლოოდ დადგინდება, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ამ საკითხთან კავშირი არ აქვთ“, - თქვა კორძაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები