საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეუჩერეს | თურნავას აღიარება

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეუჩერეს | თურნავას აღიარება
27-09-2023, 13:52 - 2023
2 200

ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის

პროგრამა შეჩერებულია. 

ის ამბობს, რომ ეროვნული ბანკიდან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლამ კითხვები გააჩინა როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროგრამა დროულად აღდგეს. ეს ახლა არ დაპაუზებულა, თქვენ მართალს ბრძანებთ, ეს მანამდე იყო გაზაფხულზე გაკეთებული, როცა მათ კითხვები გაუჩნდათ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით და მანდაც კი ჩვენ პრინციპში ვიპოვეთ გამოსავალი და ვმუშაობთ მაგათთან კანონში გარკვეული ცვლილებების შესატანად. შეიძლება რაღაც გარკვეული დამატებითი ზომების შემდეგ, აქაც პროგრამას ერთობლივად შევუქმნით ისეთ პირობას, რომ ის აღდგეს. სამი ვიცე-პრეზიდენტის ერთდროულად დატოვება, რა თქმა უნდა, ეს იყო მძიე ფაქტი, რამაც საკმაოდ დიდი შეშფოთება, კითხვები გააჩინა როგორც ჩვენი ორგანიზაციის შიგნით, ასევე ორგანიზაციის გარეთ“, - თქვა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა