ვიხილავთ თუ არა ნიკა მელიას და მის მომხრეებს სხვა პარტიაში | განცხადება

ვიხილავთ თუ არა ნიკა მელიას და მის მომხრეებს სხვა პარტიაში | განცხადება
27-09-2023, 13:37 - 2023
614

„ენმ“ - ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განცხადება გააკეთა.


მან არ გამორიცხა, რომ ის და მის მომხრეებთან ერთად მალე სხვა პლატფორმიდან დაიწყო ბრძოლა.

„თუ დავრწმუნდი რომ გამოსავალი უბრალოდ ერთად, ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა არის შეუძლებელი, იმდენად, მე ვფიქრობ, ძალას ვიპოვით თავში პატივი ვცეთ და სხვადასხვა პლატფორმით ვებრძოლოთ სხვა ადამიანებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ ხელისუფლებას. 

ამ წუთას მე ნამდვილად მიჭირს ამის თამამად თქმა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. 

პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არაფერ შუაშია მას შემდეგ რაც მოხდა...

მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არ არის არც 10-20-30 ადამიანის გადასაწყვეტი, მაგრამ ვთანხმდებით რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით....

7 ოქტომბერს, ვისარგებლებ თქვენი ეთერით, ვიკრიბებით თბილისში თანამოაზრეები 2 საათზე სასტუმრო "ბილტმორის" დიდი შეხვედრების დარბაზში მთელი ქვეყნიდან და უბრალოდ ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე“, - განაცხადა მელიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა