„რუსეთს სიტყვა „ომის“ წარმოთქმაც კი არ სურს“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია Russia-1-ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას თავისი ისტორიის განმავლობაში არავისთვის შეუტევია.
„შეგახსენებთ, რომ რუსეთი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თავს არავის დასხმია და რუსეთი, რომელიც ამდენ ომს გადაურჩა, ევროპაში ბოლო ქვეყანაა, რომელსაც სიტყვა „ომის“ წარმოთქმა სურს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.