„ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო შეხვედრა მიეძღვნება უკრაინასა და რუსულ ოკუპაციას.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა.
ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები.
ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერ-მინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას“, - განაცხადა დავით ზალკალიანი.