ისტორიული დღე | მმართვრლი პარტია მისივე პრეზიდენტს იმპიჩმენტით ემუქრება

ისტორიული დღე | მმართვრლი პარტია მისივე პრეზიდენტს იმპიჩმენტით ემუქრება

3-09-2023, 14:41 - 2023
569
       

საქართველოში ისტორიაში მართლაც დასამახსოვრებელი დღე ახლოვდება.


„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს აყენებს და მთავარ სარდალს სასამართლოში უჩივის.

ეს ის პრეზიდენტია, რომელსაც მმართვრლი პარტია დიდი ზარ-ზეიმით უჭერდა მხარს და საარჩევნო კამპანიაშიც სრულად იყო ჩართული.

ბოლო წლებში კი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობები აშკარად დაიძაბა, ვისმინეთ პირდაპირი ბრალდებებიც, ქმედებებიც და ბოლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც დადგა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რამდენადაც ისტორიულია, იმდენადაც რთული საკითხია, 100 პარლამენტარის ხმა არის საჭირო - „ქართულ ოცნებას“ 84 დეპუტატი ჰყავს, სადაც „ხალხის ძალის“ პარლამენტარებიც შედიან. თუ საკითხს „ევროპელი სოციალისტებიც“ დაუჭერენ მხარს - ჯამში 88 ხმა მოგროვდება, რაც მაინც არ არის საკმარისი.

ოპოზიციური პარტიები კი ერთხმად აცხადებენ, რომ ამ საკითხს მხარდაჭერა ვერ ექნება მათი მხრიდან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები