შოვში დაღუპული 21 პირიდან 19-ის ვინაობა ცნობილია

შოვში დაღუპული 21 პირიდან 19-ის ვინაობა ცნობილია

10-08-2023, 12:32 - 2023
700
       

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შოვში დაღუპული 21 პირიდან  იდენტიფიცირებულია 19.  


სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი და ნაპოვნი, აქედან 19 იდენტიფიცირებულია, 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია ყველა უწყება, სამინისტრო, 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, სამაშველო სამსახური. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

პრიორიტეტული ლოკაციები არის პირველ ეტაპზე შერჩეული, სადაც შესაძლებელი იყო, მოქალაქეები ყოფილიყვნენ. მათ შორის არის ეგრეთ წოდებული მინერალური წყლის, კალცის წყლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისმა წარმომადგენლებმა გზა გაჭრეს. მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის გადაადგილება და სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც კოტეჯები იყო განლაგებული. ასევე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის ხეობაში, სადაც ბოლოს ერთ-ერთი მოქალაქე იპოვეს“, - თქვა სერგო ხიდეშელმა [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები