ბათუმში პოლიციამ 23 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა

ბათუმში პოლიციამ 23 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა

31-07-2023, 16:06 - 2023
581
       

ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა. 


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

დაკავებულებს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება (სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები). არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის უკრაინის მოქალაქეც.

ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. 

მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. 

რუსეთის მოქალაქეებმა ლაინერი უკვე დატოვეს. პოლიციამ რუსი ტურისტები ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს. 

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები