რეგიონული გამოცემა TV25-ის ინფორმაციით, ბათუმის პორტთან, სადაც რამდენიმე საათში რუსული საკრუიზო ლაინერი „ასტორია გრანდე“ უნდა შევიდეს, სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო.
ადგილზე ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. იქ პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა.
ისინი სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პორტის ტერიტორიაზე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე უკვე დააკავა.