გახარიას გუნდში კობახიძის ბრალდებებს პასუხობენ

გახარიას გუნდში კობახიძის ბრალდებებს პასუხობენ

19-02-2022, 17:31 - 2022
527
       

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას გუნდში „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს ეხმაურებიან.

როგორც კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, ირაკლი კობახიძის ქმედებები არის პოლიტ. მეცნიერებათა სასწავლო ლიტერატურაში შესატანი იმის მაგალითად, თუ როგორი არ უნდა იყო პოლიტიკოსი.

„ისეთივე სათქმელი აქვს კობახიძეს კოკაინზე, კოკაინიც გავრცელებასა და გასაღებაზე ერთ-ერთი ქალბატონის მიერ საკრებულოში, სახელმწიფო გადატრიალებაზე, 15 მაღალი თანამდებობის პირის გადაბირებაზე, ბატონ სააკაშვილთან შეხვედრაზე ვაშინგტონში და ა.შ. ასე ჰაერიდან მოტანილ ჭორებს ავრცელებენ და შემდეგ უკვე ამაზე აგებენ მედიაკამპანიებს. ის, რასაც „ქართული ოცნება“ და ბატონი კობახიძე აკეთებს, ეს არის პოლიტიკურ მეცნიერებათა სასწავლო ლიტერატურაში შესატანი მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყო პოლიტიკოსი“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ „ფორმულასთან“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები