„ენმ“-მ ამომრჩეველი მოატყუა | „ოცნებასთან“ გარიგების დეტალები

„ენმ“-მ ამომრჩეველი მოატყუა | „ოცნებასთან“ გარიგების დეტალები
26-07-2023, 13:09 - 2023
633

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გადაცემაში „რეაქცია“ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ოპოზიციამ მარტვილის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.


მელიას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა გოროზია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მის ბიზნესპარტნიორს, ფრიდონ ინჯიას გაურიგდა და რამდენიმე სოფელში ენმ-ის კანდიდატები „ევროპელი სოციალისტების“ კანდიდატების სასარგებლოდ არ წარადგინა. 

შედეგად, მელიას თქმით, მიუხედავად მარტვილის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობისა, „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატებმა მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭირეს.

„ივანიშვილი ბედნიერია, როცა ამ ადამიანებს უყურებს. იმიტომ, რომ ზაზა გოროზიასთან ერთად სამეგრელოში რა უნდა მოხდეს, რომელიც უახლოესი მოკავშირეა ფრიდონ ინჯიასი, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ამ ადამიანმა, ფრიდონ ინჯიას უახლოესმა ბიზნესპარტნიორმა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები არ დააყენა რამდენიმე სოფელში და იქ ადგილობრივ პარტიას მოელაპარაკა და უთხრა, მოდით, ჩვენი კანდიდატები არ დავაყენოთ და ინჯიას კანდიდატები დავაყენოთო.

ჯამში, სავარაუდოდ, ჩვენ მეტი ვიქნებით და საკრებულოში რომ შევალთ, უმრავლესობა ოპოზიციის იქნებაო. დაუჯერეს და მართლაც ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი კანდიდატები არ დააყენა ინჯიას და გოროზიას შეთანხმების საფუძველზე, ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატები მოიპოვა მარტვილის საკრებულოში, მაგრამ იმ კანდიდატებმა ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“. ასეთი პოლიტიკურად კორუმპირებული ადამიანი როდესაც არის, მოკავშირეა [„ოცნების“]“, - ამბობს ნიკა მელია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები