„ჩვენ არავის არ ვდევნით. ის თვითონ არის განდევნილი, მან თვითონ განდევნა საკუთარი თავი საჯარო სივრციდან”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო სივრცეში გიორგი გახარიას ადგილი არ არის.
„ამიტომ ემალება საზოგადოებას და საკუთარი პარტიის წევრებს. ხვდება, რომ პირველ რიგში ფინანსური ვალები აქვს გასასტუმრებელი. მას არ აქვს გამოსაჩენი პირი - ღიად შეიკრა „ნაცმოძრაობასთან“, არჩევნებში ვერ მიაღწია იმას, რისი მიღწევაც უნდოდა, რომ ვერ აგვეღო ჩვენ 43%; არის წარუმატებელი, დამარცხებული; არის ალიანსში „ნაცმოძრაობასთან“, შესაბამისად, არ აქვს არავისთან გამოსაჩენი პირი. ყველაზე ნაკლებად რაზეც შეიძლება ვდარდობდეთ ახლა, ეს შურისძიებაა, ამ გაკოტრებული ადამიანის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.