სეპარატისტული რეჟიმის ახალი გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტივისტების და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ.
დრონებს რომლებიც ე.წ. საზღვრის სიახლოვეს იფრენენ, რეჟიმის წარმომადგენლები ცეცხლსასროლი იარაღით ჩამოყრიან.
გადაწყვეტილების მიზანი იმ „ბორდერიზაციის“ სამუშაოების დაფარვაა, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკანონოდ და დაუსჯელად აგრძელებენ.
„კანონპროექტი“ სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტში უკვე ინიცირებულია და სავარაუდოდ დაამტკიცებენ კიდეც.
ჯერჯერობით უცნობია რა რეაქცია ექნება ოკუპანტების ახალ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ხელისუფლებას, ან ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფრენილ დრონებს გაუხსნიან ცეცხლს.