ზურაბ ჭიაბერაშვილი - ახალი ცივი ომი გარდაუვალია

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ახალი ცივი ომი გარდაუვალია

19-02-2022, 16:08 - 2022
1 428
       

„ყველა ის ქმედება, რასაც ახლა რუსეთი ახორციელებს, მიუთითებს იმაზე, რომ დაძრულია ომის სამხედრო მანქანა“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიომ ახალი ცივი ომის ერაში გაიღვიძა. ჭიაბერაშვილის თქმით, ახალი ცივი ომი ნამდვილად გარდაუვალია.

„ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ომის ცხელ ფაზაზე. ბადენმა თქვა, რომ ომის ცხელი ფაზა დაწყებულია და პრაქტიკულად, გარდაუვალია. ყველა ის ქმედება, რასაც ახლა რუსეთი ახორციელებს, მიუთითებს იმაზე, რომ დაძრულია ომის სამხედრო მანქანა. ერთი რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი, ოღონდ ახალი ცივი ომი, ნამდვილად გარდაუვალია. ახალი ცივი ომის ერაში გავიღვიძეთ უკვე და ამას თავისი შედეგები აქვს. პუტინმა იცის, რომ რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს მისი სამხედრო ოპერაცია ახლა, ამას გარდაუვალად მოჰყვება სანქციების“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები