პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოცემა Українська правда-სთან ინტერვიუში ჰკითხეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე და მის შეწყალებაზე.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას და იმოქმედებს, როცა გადაწყვეტს შეიწყალოს თუ არა ნიკა გვარამია.
„პრეზიდენტი - და ამაზე ვისაუბრე ევროპარლამენტში - ზეწოლის ქვეშ ვერ შეიწყალებს, რადგან მაშინ მასზე შეიძლება ზეწოლა მოხდეს შიგნიდან. დღეის მდგომარეობით, ვფიქრობ, 3 000 პატიმარი გვყავს. ზეწოლა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერმა ოჯახმა, მეგობრებმა ან გავლენის ჯგუფმა.
ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო ეს [შევიწყალო] თუ არა.
მაგრამ რაც ნაკლებია გარე ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალება. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა სხვა საკითხია. მაგრამ დისკრეციული შეწყალების უფლებამოსილება - ნებისმიერი ქვეყნისთვის, მცირე თუ დიდი, განურჩევლად კამპანიის მასშტაბისა - არ შეიძლება დაექვემდებაროს ზეწოლას“, - ამბობს ზურაბიშვილი.