გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

19-02-2022, 15:38 - 2022
2 359
       

„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს და უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.

მისი თქმით, საქართველომ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესიის ფასი და მსოფლიომ მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დაუშვას.

„ამ რთულ დროს, მინდა ჩემი მტკიცე მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინისა და უკრაინელი ერის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესიის ფასი. ჯერ კიდევ 2008 წელს საერთაშორისო გამოხმაურება სუსტი იყო. დღეს მსოფლიო ვერ დაუშვებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას. დიდება უკრაინას“, - წერს გიორგი გახარია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები