გუშინ, საღამოს საათებში, ნატახტარის ტერიტორიაზე რუსული კოლონა შეამჩნიეს.
რამდენიმე ძვირადღირებული ჯიპის ტიპის ავტომობილი რუსული სანომრე ნიშნებით, ერთი მიმართულებით გადაადგილდებოდა.
ამის შესახებ ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დღეს დილით ზუსტად იგივე კოლონა ბათუმის ქუჩებში შეამჩნიეს.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილები კადიროველებს ეკუთვნით. თუმცა, რა მიზნით იმყოფებიან ისინი საქართველოში ან რატომ მოხდა მათი შემოშვება საზღვარზე უცნობია.
ოფიციალურ განცხადებას ამ ეტაპზე არც ერთი სახელმწიფო უწყება არ აკეთებს.