მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით - „ხელისუფლების დუმილი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას!“; „ყველაფერს „საზღვარი“ აქვს“ და ა.შ.
სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებას არ აჟღერებს. მათი თქმით, უნდათ უკრაინას აჩვენონ, რომ საქართველოს უკრაინის მხარდაჭერა არ დავიწყებია.
კანცელარიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ დომილი კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს და საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესს აზიანებს.