რაიან ჰარისი: რუსეთს დეესკალაციის შანსს ვთავაზობთ

რაიან ჰარისი: რუსეთს დეესკალაციის შანსს ვთავაზობთ

19-02-2022, 15:15 - 2022
487

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, რაიან ჰარისმა ვიდეომიმართვისას რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ზუსტად არ იციან როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა რუსეთი შეეცდება შექმნას საბაბი უკრაინაზე თავდასხმისთვის.

"დეკემბრიდან მსოფლიომ იხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება. ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ, თქვენ იცი, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის, როგორ უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს ისე საქართველოში აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი.

ამ კვირის დასაწყისში, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაცისს დეესკალაციასა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებდნენ, სამწუხაროდ რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ, 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა თქვა, მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს. სამწუხაროდ, რუსეთის მტკიცების მიუხედავად ახლა მზადყოფნაშია რუსული ძალების 150 000 სამხედრო, მძიმე შეიარაღებითა და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლია.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ვუშვებთ, რომ რუსეთი შეეცდება შექმნას საბაბი თავდასხმისთვის, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც იმავეს ხედავენ. აშშ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად კვლავ დიპლომატიური გზებით ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ დეესკალაციის შანსს, მაგრამ არ ვთმობთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებასა და თვითგამორკვევას. რუსეთი აცხადებს, რომ ეძებს მშვიდობიან გამოსავალს, თუმცა მან ეს კონკრეტული მოქმედებით უნდა დაადასტუროს.

უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ გზას მათი მომავლისკენ. აშშ უკრაინის გვერდით იდგება. ამერიკა იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება. თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს  დიპლომატიურ მცდელობებს და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ამერიკისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი.

ჩვენ არ ვირჩევთ დაპირისპირებას, ჩვენ გვირჩევნია რომ ვიმუშაოთ ერთად, რათა ვებრძოლოთ გლობალურ პანდემიასა და გადაუდებელ საერთო პრობლემებს. დიპლომატია არის ერთადერთი გონივრული გზა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა რაიან ჰარისმა.

პოპულარული
რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა