„ქართულმა ოცნებამ“ პუტინის სიტყვები დაადასტურა | პირდაპირი ფრენების აღდგენა ქართული მხარის ინტერესები იყო

„ქართულმა ოცნებამ“ პუტინის სიტყვები დაადასტურა | პირდაპირი ფრენების აღდგენა ქართული მხარის ინტერესები იყო
27-05-2023, 19:20 - 2023
272

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გია ვოლსკი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.


მან თქვა, რომ ფრენების აღდგენა არ მოხდებოდა ქართული მხარის დაინტერესება რომ არ ყოფილიყო.

„ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რა საკვირველია არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და რასაკვირველია მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს, აქედან გამომდინარეობს ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე, რუსეთმა მიიღო, როგორც შეწყვეტის ასევე აღდგენის გადაწყვეტილება“, - თქვა გია ვოლსკიმ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა