„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერსა და მმართველი პარტიის ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას საცოდავს უწოდებს.
კობახიძე ამბობს, რომ კაცი, რომელიც არჩევნების შემდეგ საზოგადოებას ემალება, საცოდავია.
„საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების შემდეგ თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებასა და საკუთარ წევრებსაც კი. ასეთი ადამიანი არის საცოდავი. კი არ მეცოდება, საცოდავი არის-მეთქი. კანონის ფარგლებში განხორციელდა რეაგირება პარლამენტში შეჭრის თაობაზე, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, რაც გამოხატული იყო სამწუხაროდ ადამიანების სხეულის დაზიანებით, იქ თავიდანვე ვთქვით, რომ იყო კითხვის ნიშნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.