„ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით, ღალატი პატრიოტიზმის სახელით - არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება!“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძე საზოგადოების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკას, რომ 26 მაისის ღონისძიებისთვის პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები, წინა წლების მსგავსად, გამოფენილი არ არის.