„ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ კახეთში ლავროვის ოჯახი იყო

„ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ კახეთში ლავროვის ოჯახი იყო
20-05-2023, 22:28 - 2023
575

„ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ კახეთში ლავროვის ოჯახი, მისი ქალიშვილი და სიძის ოჯახი იყო.


ამის შესახებ განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა.

„ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ახლა იგი ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის, ქმრის გვარზეა. ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან და ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი, მათ შორის, Facebook-ზე და მათ შორის, საკმაოდ პოზიტიური კომენტარები ჰქონია - არა ომს, არ თავდასხმას და ა.შ. მთლად რადიკალური განცხადებები არ არის - ძირს პუტინი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე ხალხია.

რა ურთიერთობა აქვს მამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა, იქ ცხოვრობდა ეს გოგო თვითონ. მე მგონი, ამერიკული პასპორტიც აქვს. არის თემები, მაგრამ რა არის, იცით? ისეთ რაღაცებზე ვჭორაობ, არ არის სასიამოვნო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა