განხეთქილება გრძელდება | ფრაქციიდან წასულმა ნატო ჩხეიძემ „ენმ-ს“ შიდა მიმოწერებზე ისაუბრა

განხეთქილება გრძელდება | ფრაქციიდან წასულმა ნატო ჩხეიძემ „ენმ-ს“ შიდა მიმოწერებზე ისაუბრა
18-05-2023, 17:08 - 2023
553

„გარიგება დაგვბრალდა ჩვენ, „ნაცმოძრაობამ“ კი აღშფოთებული სახე მიიღო“, - ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში გააკეთა.


როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობას“ გუშინდელ ბრიფინგზე „დაავიწყდა ან დაივიწყეს“ ამ გვარის შესახებ, თუმცა, ეს არ დაავიწყდა „ქართულ ოცნებას“, რომელიც ჩხეიძის თქმით, როგორც ჩანს პირობის შესრულებას აპირებს, რადგან ნიშნიაძე გადასულია მეორე ტურში.

„გუშინდელი კენჭისყრის და მას მოდევნებული ბრიფინგების შემდეგ როცა ვითარება უნდა ახსნილიყო, პირიქით მოხდა, ასახსნელი მეტი დარჩა საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს არ ვიცი მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოებისთვის თქვეს, ჩათში ჩაწერილი მესიჯის შესახებ, რომ იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია და თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი, მათ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში მეხუთე გვარი იყო ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საერთოდ დიდად პირობის შემსრულებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ - ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული, ამიტომ იყო ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ აქ არის გარიგება და ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე ცხადია, კითხვები მექნება „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო?“, - განაცხადა ჩხეიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები