5 ოპოზიციონერი დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა | ერთ-ერთი ნიკა მაჭუტაძეა

5 ოპოზიციონერი დეპუტატი „ქართულ ოცნებას“  გაურიგდა | ერთ-ერთი ნიკა მაჭუტაძეა
17-05-2023, 17:00 - 2023
315

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე აცხადებს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ვინც ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს, ნიკა მაჭუტაძე იყო. 

მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ ფრაქციიდან „ქართული ოცნების“ წარმოდგენილი კანდიდატებისთვის ხმა სხვა წევრებსაც მიეცათ.

„ამ ადამიანებმა დღეს, არ ვიცი რა განზრახვით, მაგრამ რეალურად ხელი შეუწყვეს იმას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 წევრი არჩეულია კლანის წევრებად. ანუ რეალურად, ამ გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირეს და გააკეთეს „ქართული ოცნების" საქმე.  ამიტომ ცხადია, რომ როდესაც ეს ადამიანები ოპოზიციას წარმოადგენენ და ეს არის დაახლოებით 5 ადამიანი, 5 ზედმეტი ხმა, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა, მაშინ ცხადია, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება და ცხადია ჩვენ ამომრჩეველსაც და ჩვენც გვჭირდება პასუხი.

ოპოზიცია შეთანხმებული ვიყავით, რომ არ მივცემდით „ქართული ოცნების“ წარმოდგენილ კანდიდატებს ხმას. რაც მთავარია, არგუმენტი გვაინტერესებს ამ ადამიანებისგან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები, ჩვენ თუ გვინდა, რომ ქართულ პოლიტიკაში ყველა ერთად არ იხარშებოდეს, მაშინ აუცილებლად ყველას უნდა დაერქვას თავისი სახელი.

[ხმა რომ მიეცა ვინმეს] პარტიიდან არა, მაგრამ ფრაქციიდან არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ მათ შორის ერთი ვინც თქვა, რომ კი ხმა მისცა ამ ყველაფერს, ეს იყო ნიკა მაჭუტაძე“, - თქვა წითლიძემ.






კომენტარები
რეკლამა