გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

15-05-2023, 16:45 - 2023
404
       

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის დამსახურებაა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

„ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვართ, განწყობები, სიმართლე გითხრათ, სამწუხარო განწყობებია, ძალიან დიდი იმედგაცრუებაა საქართველოთი. საერთოდ რთული ასახსნელია, ჩვენი ქვეყნის მეგობრები ვერ ხვდებიან როგორ შეიძლება საერთოდ საქართველოში კითხვის ნიშანი არსებობდეს ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით. რაშიც დავრწმუნდი, დღეს აქ და ბოლო ერთ თვეში ევროპაში ვიზიტების შედეგად, გახლავთ ის, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, საერთოდ არაფერი არ გაეკეთებინა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. უბრალოდ, არაფერი რომ არ გაეკეთებინათ, რომ გაჩერებულიყვნენ, საქართველოს დღეს ექნებოდა გარანტირებული ევროპული მომავალი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

დღეს, მას შემდეგ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი დააინიცირა, შემდეგ გულთბილად მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს, რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შეცვალა და დარწმუნებული ვარ, ასეთ იდიოტურ ნაბიჯებს კიდევ გააგრძელებენ, საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად და ხელოვნურად აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენი მეგობრები უბრალოდ ვერ ვხდებიან, რატომ იქცევა საქართველოს მთავრობა ასე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები