„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს
11-05-2023, 14:21 - 2023
234

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს.


ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

გადაწყვეტილების მიზეზი კი უნგრეთში გამართულ კონფერენციაში, ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებების მკაცრი კრიტიკა გახდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სოციალისტურმა პარტიამ ღარიბაშვილის განცხადებების გამო, მათი რიგებიდან „ქართული ოცნების“ გარიცხვა დააანონსა. 

პარტია ამ გადაწყვეტილებას დაახლოებით 1 თვეში მიიღებს, იქამდე კი მმართველმა პარტიამ ევროპელ პარტნიორებს დაასწრო და თავად თქვა უარი მათთან თანამშრომლობაზე.  

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა