პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა

პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა
10-05-2023, 16:39 - 2023
233

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს, სადაც რუსეთისთვის ვიზების დაწესებას განიხილავენ.


ამის შესახებ ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, ეს ის დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დრო არის იმისი, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭიროა, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლია სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან და რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია, რაღაც ზომები იყოს მიღებული, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ ცივილიზებულ ჩარჩოებში“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა