ელისაშვილი - სააკაშვილი თავის თავს უქმნის პრობლემებს, რას მოდიოდა რევოლუციონერივით?

ელისაშვილი - სააკაშვილი თავის თავს უქმნის პრობლემებს, რას მოდიოდა რევოლუციონერივით?
3-05-2023, 23:33 - 2023
262

„მიხეილ სააკაშვილს ვინ უქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს? - ხომ თავის თავს უქმნის პრობლემებს, ციხეში ყოფნა არ შეუძლია“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს“.


როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, სააკაშვილმა უნდა უსაყვედუროს იმ ხალხს, რომლებმაც საქართველოში ჩამოსვლაში დაარწმუნეს.

„მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია, რომ არ იყოს ყურადღების ცენტრში, მასზე ხომ უნდა ლაპარაკობდნენ და მერე მისი ადვოკატები, რაღაც ახალს მოიგონებენ.

ვინ უქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს? - ხომ თავის თავს უქმნის პრობლემებს. უბრალოდ ციხეში ყოფნა არ შეუძლია. ხომ იცოდა თავის ამბავი, რას ჩამოდიოდა? რას მოდიოდა მე-19 საუკუნის რევოლუციონერივით? დატეულიყო იქ, სადაც იყო, უკრაინაში და ეს ამბავი მის თავს არ მოხდებოდა. ხომ იცოდა მის წინააღმდეგ საქმე რომ იყო აღძრული. ამას კიდევ საზღვრის უკანონო კვეთა დაამატა. ხომ იცი, რომ ციხეში და გამოკეტილ სივრცეში ჯდომა არ შეგიძლია, შენი ხასიათის და გაქანების კაცს. უსაყვედუროს იმ ხალხს, რომლებმაც დაარწმუნეს ჩამოსვლა. დატეულიყო იქ, სადაც იყო და არც საკუთარ თავს დამმართებდა ამ ამბავს და არც ხალხს დააწყვეტდა ნერვებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა