„ალტ-ინფოს“ ლიდერი, კოკა მორგოშია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პარტნიორი პარტიების მეშვეობით ყველა იმ კანონს მიიღებს, რომლებსაც ისინი წლებია ითხოვენ.
მისი განცხადებით, არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი ამას აპირებს.
„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც, ჩვენ წლებია, ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!!“, - წერს მორგოშია.