ბიძინა ივანიშვილს პირად ანგარიშებზე წვდომა აღარ აქვს | განცხადება

ბიძინა ივანიშვილს პირად ანგარიშებზე წვდომა აღარ აქვს | განცხადება
2-05-2023, 14:39 - 2023
583

მმართველი პარტიის ლიდერი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პირად ანგარიშებზე წვდომა აღარ აქვს.

მისი განცხადებით, ეს ყოვლად გაუგონარი რამაა.

„იცით, რომ ადამიანს პირად ანგარიშზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამას მოჰყვა საერთაშორისო დიდი მასშტაბის ბანკიც, საბაზრო ეკონომიკა არ გაპატიებს ასეთ მიდგომას და ბანკი გაკოტრების ზღვარზეა. 

ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს. ასეთი რამ გაგონილა?! 

ბუნებრივია, არაპირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი სანქცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო სასამართლო მოიგო, საერთაშორისო არბიტრაჟები, „ბეზპრიდელია“, მეტი არაფერი“, - განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები