გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს.
ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.