ევროპელი სოციალისტების პარტიამ შესაძლოა, „ოცნება“ თავიანთი რიგებიდან გარიცხონ

ევროპელი სოციალისტების პარტიამ შესაძლოა, „ოცნება“ თავიანთი რიგებიდან გარიცხონ
30-04-2023, 14:15 - 2023
437

ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) შესაძლოა, საკუთარი რიგებიდან „ქართული ოცნება“ გარიცხოს. 


საკითხზე პარტიის ლიდერებმა გუშინ იმსჯელეს. 

PES-ი „ოცნების“ მათი რიგებიდან გარიცხვის საკითხს ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღების მცდელობის დროს განიხილავდა. 

საკითხს ევროპის სოციალისტური პარტია მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა.

„თუ პრემიერ-მინისტრს ევროპელი სოციალისტების პარტიის დამკვირვებელი წევრი პარტიიდან სურს ღირებულებების გაზიარება ვიქტორ ორბანთან და აშშ-ის კონსერვატიულ სამოქმედო კონფერენციასთან, მაშინ, ჩვენ ოფიციალურად უნდა ვიმსჯელოთ ამ პარტიის სტატუსზე“, - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა, ჯაკომო ფილიბეკიმ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები