ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა.
შეხვედრა სავარაუდოდ პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამგზავრებამდე შედგა.
ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ევროპარლამენტში ვიზიტის ჩაშლამდე ერთი დღით ადრე, 12 აპრილს, 6 ქალ დეპუტატს შეხვდა უტყუარია.
ეკა ბესელიას, ეკა გიგაურს, ნათია მეზვრიშვილს, სალომე სამადაშვილის, ანა ნაცვლიშვილსა და ხათუნა სამნიძეს ზურაბიშვილი არაფორმალურ გარემოში შეხვდა და მისი გეგმების შესახებ გააცნო.
პრეზიდენტი და ქალი დეპუტატები ევროპარლამენტში ერთად წასვლას გეგმავდნენ. ასევე მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრების შეწყალებას აპირებდა, სადაც ნიკა გვარამიაც იყო სიაში.
13 აპრილს პრეზიდენტის ვიზიტი ევროპარლამენტში უქმდება. ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტი არ გაუშვა, რის გამოთაც ვიზიტი ჩაიშალა.
რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა, სადაც ნიკა გვარამია უკვე აღარ იყო.
არსებობს ცნობები, რომ ზუსტად 12 აპრილის ღამით პრეზიდენტსა და ოლიგარქს შორის შეხვედრა შედგა. ივანიშვილის მოთხოვნა გვარამიას არ შეწყალება და გამგზავრებაზე უარის თქმა იყო. თუმცა უცნობია, რას დაპირდა სანაცვლოდ ზურაბიშვილს ივანიშვილი.
თავად სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან და მედიასთან აღარ გამოდის კონტაქტზე.