ღარიბაშვილმა ახალი განათლების მინისტრი დანიშნა

ღარიბაშვილმა ახალი განათლების მინისტრი დანიშნა
20-03-2023, 14:24 - 2023
408

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად დაინიშნა. 


ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

„ბატონი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი, მას აქვს კარგი, ღირსებული განათლება მიღებული, იგი სწავლობდა აშშ-ში, შემდეგ გერმანიაში. [...] მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია“, - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა