განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო ტელევიზია, „TV იმედი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი ჩაანაცვლებს.
მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.